“მოზაიკას” ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე ილია ქელეხსაშვილი გარდაიცვალა.
“სიმსივნე ჰქონდა, საფრანგეთში მკურნალობდა. 3 თვე იქნება რაც დაბრუნდა. გუშინ გარდაცვლილა”, – ამბობენ მისი ახლობლები.
ილია ქელეხსშვილი ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. ახალი მოწვევის საკრებულოში ის სიის მეორე ნომერი იყო.
































































