“მედიაჩეკერის” ინფორმაციით, ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, გზის გადაკეტვის საბაბით, 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მის მეუღლეს, ჟურნალისტ მაიკო ბოკერიას კი ამავე საბაბით, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებით, აქციაზე სახის დაფარვა და გზის ხელოვნურად გადაკეტვა 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. ამ სამართალდარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლის დანაშაულია და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯარიმა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენება, მათ შორის მაშინ, როცა სამართალდამრღვევად მიჩვენული პირი 12-წლამდე შვილის დედაა.































































