“დიდი ამბავი აუტეხიათ ჩემს ამ ნათქვამზე ჩვენს უკრაინის პატრიოტებს, არადა უკრაუნელების მომლოცველთა ჯგუფი იყო ჩამოსული და პატივისცემის ნიშნად, რამდენიმე ლოცვა ათქმევინეს საკუთარ ენაზე სვეტიცხოველში.
ამ საკითხის უცოდინარ სლьяვაუკრაინათუმეებისთვის ჩამონათვალსაც დავდებ, თუ რომელი ეკლესიები იყენებენ ძველსლავურ ენას ღვთისმსახურებაში:
1. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
2. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია
3. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია
4. მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია — ოხრიდის არქიეპისკოპოსობა
5. პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
6. ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია
7. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში)
ასე რომ რუსეთუმეს გარდა, სავარაუდოდ ვარ ბულგარეთუმე, მაკედონეთუმე, პელონეთუმე, ჩეხეთუმე, სლოვაკეთუმე და უკრაინეთუმეც კი”,_ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.





























































