ცნობილი იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა წინა საუკუნის 50-60-იანი წლების სილამაზის სიმბოლოდ იყო აღიარებული. მან ქალური სილამაზის სტანდარტი დაამკვიდრა და მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალის სახელს ატარებდა.
ის მიირთმევდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა და თავს რაიმე შეზღუდვას არ უწესებდა. მიუხედავად ამისა, მსახიობი დასვენების დღეებში შემდეგ დიეტას მიმართავდა:
საუზმე: არაგაზირებული მინერალური წყალი.
სადილი: 50 გრ უცხიმო ყველი, 200 გრ მოხარშული ხორცი და ნახევარი ლიტრი ატმის წვენი.
ვახშამი: იტალიელი ქალბატონი მხოლოდ წყალში გახსნილ ლიმონის წვენს მიირთმევდა.
































































