ამ წუთებში ქალაქ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი იწყება.
ონლაინ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციით, პროცესზე ჟურნალისტებს არ უშვებენ _ მანდატურებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარი ჩაკეტეს და ჟურნალისტები ამაოდ ითხოვენ პროცესზე დასწრებას.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმ დარბაზში, სადაც მზია ამაღლობელის პროცესი უნდა გაიმართოს, მხოლოდ 25 ადამიანის ეტევა.
ფოტო: “სამხრეთის კარიბჭე”































































