მათ, ვისაც გახდომა სურს, დღის დასაწყისშივე რამდენიმე მარტივი ჩვევა შთამბეჭდავ შედეგებს მოუტანს.
ოთახში სინათლის შემოტანით, დადებით ენერგიას უშვებთ, რაც ორგანიზმზე საკეთილდღეოდ აისახება. ამერიკული უნივერსიტეტის Northwestern მეცნიერები განმარტავენ, რომ დილით 20-30 წუთით დღის სინათლეზე ყოფნას შეუძლია მეტაბოლიზმისა და ბევრი სხვა პროცესის დარეგულირება. ასე რომ, ვიდრე ყოველდღიურ საქმიანობას შეუდგებით, გადაწიეთ ფარდები და გაუღიმეთ სინათლეს.
საუზმემდე ყველაზე ხანმოკლე ვარჯიშიც კი, უდიდეს როლს თამაშობს გახდომაში. კვლევებმა აჩვენა, ვინც დილით ცოტაოდენი გავარჯიშების შემდეგ მსუყედ საუზმობს, მეტ ცხიმებს წვავს, ვიდრე ისინი, ვინც მსუბუქად საუზმობის შემდეგ იწყებენ სირბილს.
თუ დილით ჭიქა ფორთოხლის ან ვაშლის წვენის დალევას ხართ მიჩვეული, ამისთვის სჯობს ვიწრო, მაღალი ჭიქა გამოიყენოთ, არასასურველია სტანდარტული, ფართო ჭიქა. თვალის მოტყუება დაგეხმარებათ სითხის რაოდენობის და მასთან ერთად შაქრის მიღების შემცირებაში. საუკეთესო ვარიანტი კი წყლის დალევაა.
შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ კალორიების დაწვა გსურთ, ჯემი ან კარაქი ტოსტის ქვედა ნაწილს წაუსვით და არა ზედა ნაწილს, როგორც მიღებულია, და აიღეთ ჩვეული ულუფას ნახევარი. თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, ეს ჩვევა ორგანიზმს საჭირო სიგნალებს გადასცემს, ენა ხომ გემოს მაშინვე იგრძნობს და დანაყრების განცდაც მალევე მოვა.
მეცნიერები სულ უფრო ხშირად მიდიან დასკვნამდე, რომ წარმატებული გახდომის საწინდარი დილით პროტეინების მიღებაა. თუ დილით კვერცხით ისაუზმებთ, რძისა და მარცვლეულისპროდუქტებს კი ლორითჩაანაცვლებთ, ლანჩზე ჩვეულებრივზე ნაკლებს შეჭამთ. უკვე დიდი ხანია, რაც პროტეინები მსუყე საუზმის ნომერ პირველი გარანტია.
სუნთქვაზე მშვიდ კონცენტრაციას შეუძლია მთელი დღით სწორი განწყობით დაგმუხტოთ და თვითცნობიერება აგიმაღლოთ, საკვებთან მიმართებით საჭირო ფოკუსირების ჩათვლით. ამიტომ ძალიან მნიშნელოვანია დილით თუნდაც 5 წუთი გამოყოთ იმისთვის, რომ საკუთარ თავში ჩაიხედოთ.


































































