წიწიბურას დიეტა ცნობილია, როგორც ყველაზე მსუბუქი და ეფექტური დიეტა. მისი მონელება დიდხანს მიმდინარეობს, ამიტომ შიმშილის გრძნობაც არ შეგაწუხებთ. ამასთან, ეს პროდუქტი ორგანიზმს დიდ ენერგეტიკულ მარაგს აძლევს. წიწიბურა შეიცავს B და P ჯგუფის ვიტამინებს, იოდს, ფოსფორს, რკინას, კალიუმს და მაგნიუმს.
ერთ ჭიქა წიწიბურას დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური ქვაბს და შეფუთეთ. დატოვეთ ასე მთელი ღამე. არ მოხარშოთ.
მიირთვით მარილის და ცხიმის გარეშე, რამდენჯერაც მოგშივდებათ. ბოლო მიღება – დაძინებამდე 4 სთ-ით ადრე.
საკვების მიღებამდე აუცილებლად დალიეთ 1% -იანი კეფირი, ან დაასხით წიწიბურას.
დღიური ნორმა კეფირის მიღების არის 1 ლიტრი.
დიეტის პარალელურად მიიღეთ წყალი, დღეში 2 ლიტრი (შედის უშაქრო ჩაი, მინერალური წყალი).
ასევე, ნებადართულია ხილი და ბოსტნეული (კიტრი, სალათი, სტაფილო, ბოლოკი, პომიდორი, ბროკოლი) მცირე ულუფებით.
დიეტის ხანგრძლივობა: ერთი კვირიდან – 2 კვირამდე. შეგიძლიათ დაიცვათ თვეში ერთხელ.




































































