ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში – არიან დაშავებულები, მათ შორის, მცირეწლოვანი. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ერთმანეთს “ჯიპი” და “ოპელი” შეეჯახა.
დაშავდნენ მცირეწლოვანი და მისი ბებია. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ბავშვი თბილისში გადაიყვანეს, ბებია კი საგარეჯოს კლინიკაშია მოთავსებული.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ოპელი ეზოში შესვლას ცდილობდა და ჯიპი დაეჯახა.
სოფელ ბადიაურში კი, “კიას” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა.
მძიმედ დაშავდა მძღოლი, რომელიც ტრანსპორტში მარტო იმყოფებოდა. ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ორივე ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ექიმები, სამართალდამცავები და სახანძრო- სამაშველო ბრიგადა.






























































