როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან” იუწყება, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოავარიას 22 წლის ნოდარ სეთურიძე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ რუისპირში, ახალგაზრდა ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.
სეთურიძეს ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელებში ემშვიდობებიან. ერთ-ერთი მათგანი წერს:
„ღმერთმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს ჩემო ძმაო. საშინელებაა, რომ ვეღარ გნახავ… დიდი ტკივილი ხარ, ჩემო ალალო, სუფთა ადამიანო.“
ნოდარ სეთურიძე სავაჭრო ქსელ “გორგიას” თანამრომელია.
შემთხვევის ყველა გარემოებას სამართალდამცავები სწავლობენ. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.






























































