სამტრედიაში, ლაშა თევზაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი იყო.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, აბაზანაში გაჩნდა.
„სრული პანიკა იყო. მეხანძრეები მალევე მოვიდნენ, ევაკუაციაც გახორციელდა. არავინ დაშავებულა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა“, _ ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლიკვიდირებულია.





























































