6 დეკემბერს, ამერიკაში, ქალაქ ნიუ-ორკში გაიმართება ღონისძიება – “თავისუფლების დაცვის წინა ხაზზე: ბიზნეს ლიდერების როლი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში”.
https://bridgesofvalues.org-ზე გავრცელებული ინფორმაციით, ამ ღონისძიებაზე შედგება კამპანიისთვის „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ შემოწირულობის შეგროვებაც. შეგახსენებთ, რომ 22 ონლაინმედია გაერთიანდა, რომ ერთობლივად გადალახონ უკუდურესად გაუარესებული მედიაგარემოთი გამოწვეული სასიცოცხლო პრობლემები.
„ღონისძიებაზე შედგება პირდაპირი ფანდრაიზინგი პროექტისათვის „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომელიც აერთიანებს თავისუფლების და დემოკრატიის სადარაჯოზე მყოფ 22 ონლაინ მედიას“, – აღნიშნულია ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
6 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება განკუთვნილია ამერიკაში მცხოვრები იმ ქართველი ბიზნესმენებისა და მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პროფესიონალებისთვის, ვის ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაზეც პირდაპირ და ნეგატიურად აისახება საქართველოს პროდასავლური კურსის ცვლილება, საქართველო-დასავლეთს შორის ასეულობით წლების განმავლობაში ნაშენი ხიდების ნგრევა და მოწყვეტა დასავლური განვითარების ვექტორიდან; ამ ყველაფრის მიმართ აქვთ პროტესტი და მზად არიან, ქმედითად შეეწინააღმდეგონ საარჩევნო ხმის ფაქტობრივი ჩამორთმევით, მათ მეორეხარისხოვან ქართველებად გამოცხადებას.
“ღონისძიების მიზანია, სპიკერების მიერ წინასწარ შესწავლილი და გაანალიზებული კონკრეტული მაგალითების წარმოდგენით, ხელი შეუწყოს დისკუსიის გახსნას იმის შესახებ, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქმიან საზოგადოებას იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც აწუხებს ყველა პროდასავლურად განწყობილ და განსაკუთრებით დასავლურ ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველს.
მსჯელობა წარიმართება პანელური დისკუსიის ფორმატში, ორ ძირითად თემაზე: • ბიზნესის ქმედითი პასუხი ემიგრაციაში არჩევნების ფაქტიურ გაუქმებასთან დაკავშირებით
- Eataly-ის ანალოგი საქართველოს “ბიზნეს საელჩოების” გახსნა – DC-სა და NY-ში.



































































