https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რამდენი ადამიანი იყო ჩართული სოციალური დასაქმების პროგრამაში გურიაში და რას ამბობენ პროგრამის გაუქმების შესახებ

11:01; 4.12.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

2026 წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების 300-ლარიანი პროგრამა აღარ გაგრძელდება.

“ქვეპროგრამას მიმდინარე წელს შეუსრულდა 4-წლიანი ციკლი, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ამავდროულად, ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი შრომის ბაზარზე. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მომდევნო პერიოდში აღარ გაგრძელდეს პროგრამა არსებული სტრუქტურით“, _ ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

ინფორმაციისთვის,  სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ამოქმედდა.

“პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.

პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი.

მოსარგებლეს ექნება საშუალება, აირჩიოს საზოგადოებრივი სამუშაო, ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ–ჩვევების გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია, ან თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, დასაქმების ფორმალიზება მოახდინოს და ჩაერთოს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ქვეპროგრამებში.

საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას.

მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა.

მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ იგი არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ 1 წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება“, _ ეწერა მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

საზოგადოებისთვის, ასევე, ცნობილი გახდა საზოგადოებრივი სამუშაოების ჩამონათვალიც: “ბიბლიოთეკარის დამხმარე, მეტყევე, მეეზოვე, სკოლის დამლაგებელი, მზარეულის არაკვალიფიციური დამხმარე, ზედამხედველის დამხმარე, დარაჯი, კურიერი, ტერიტორიების კეთილმოწყობის გამწვანებისა და დასუფთავების თანამშრომელი და ა. შ.

როგორც პროგრამის ამოქმედებამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მაშინდელი მინისტრი განმარტავდა  დასაქმებულებს აღნიშნული თანხა დაუბეგრავად უნდა აეღოთ. თუმცა, 2022 წლის 18 მაისს ჩაწერილ ინტერვიუში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა მერმა, დავით შარაშიძემ გვითხრა, რომ  პროგრამის ფარგლებში დასაქმებული ადამიანების მიერ შესრულებული სამუშაოს აღწერა ხდებოდა და ისინიც ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოს მიხედვით იღებდნენ:

“ამ ხალხისთვის ანაზღაურების ჩარიცხვა მოხდება სოციალურ ბარათზე სოციალურ დახმარებასთან ერთად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინმეს ილუზია თუ შეექმნება იმის, რომ არ იმუშაოს და ხელფასი ჩაერიცხება, ასე არ  იქნება. მერის წარმომადგენლები აკონტროლებენ ყოველდღიურად ამ ხალხს. არის ჟურნალი, ტაბელი ჰქვია და ამ ტაბელში აღინიშნება ყოველი პიროვნება ყოველდღე რა სამუშაოს შეასრულებს. ამის მიხედვით ხდება ხელფასის გაცემა. ვიღაცამ შეიძლება 10 დღე იმუშავა, ვიღაცამ 20, შესაბამისად, ვინც ნაკლები იმუშავა იმას ნაკლები ანაზღაურება ჩაერიცხება, ვინც მეტი იმუშავა, იმას მეტი“, _ ამბობდა  შარაშიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის მონაცემებით, საარსებო შემწეობას გურიაში 3 921 ოჯახი იღებს. ჯამში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა კი 14 554-ს შეადგენს. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩართულ ოჯახთა რაოდენობა 2686-ს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებულ პირთა კი _ 12 528-ს.

2024 წლის მონაცემებით, გურიაში საარსებო შემწეობას 3 918 ოჯახი იღებდა. საარსებო შემწეობის მიმღები 14 690 პირი იყო. სოციალური დასაქმების პროგრამაში ჩართული იყო 2643 ოჯახი. დასაქმებულ პირთა რაოდენობა კი 12 434-ს შეადგენდა.

2023 წელს საარსებო შემწეობას 4795 ოჯახი იღებდა. სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა რეგიონში 18 016-ს შეადგენდა. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დასაქმებული იყო 2 135 ოჯახი. ჯამში _ 10 119 პირი.

2024 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ  მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა  შეესწავლა, რამდენად ეფექტიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამა სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ დასაქმებას შრომის ბაზარზე; გამოავლინოს მისი ძირითადი ხარვეზები, საჭიროებები და შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის _ სოციალურად დაუცველთა უფლებებისა და მდგომარეობის რეალურ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს; ასევე, გამოავლინოს, ხომ არ ხდება ამ პროგრამისა და მისი ბენეფიციარების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, ან რა გავლენას ახდენს ის მუნიციპალიტეტების სერვისებზე.

“პროექტი გახორციელდება ხუთ სამიზნე მუნიციპალიტეტში: რუსთავში, გორში, ნინოწმინდაში, ხარაგაულსა და ოზურგეთში. მუნიციპალიტეტები შერჩეულია ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა მოსახლეობის ეთნიკური მრავალფეროვნება, მთის რეგიონების დასახლებები და დასაქმების სხვა პროგრამების პარალელური მოქმედება.

პროექტი ასევე მოიცავს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და საკრებულოების ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და დისკუსიის გახსნას მისი გაუმჯობესების საკითხებზე.

მონიტორინგი გამოავლენს პროგრამის რეალურ სურათს, ხოლო ბენეფიციარები მიიღებენ მეტ ინფორმაციას, რა შესაძლებლობები აქვთ მათ სოციალურ შემწეობებზე დამოკიდებულების დასაძლევად და შრომის ბაზარზე დასამკვიდრებლად“, _ ეწერა გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი,  მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა უკვე მესამე წელია მიმდინარეობდა, მისი რეალური შედეგები და პროცესი გაუმჭვირვალე იყო. სტატისტიკური მონაცემებით, 2022-2023 წლებში ქვეპროგრამაში 69 322 ბენეფიციარი ჩაერთო, თუმცა, ეს რიცხვი ბევრად ჩამორჩება მთავრობის თავდაპირველ მოლოდინებს. დღემდე არ არსებობს სრული ინფორმაცია, თუ რა არის მონაწილეთა დაბალი ჩართულობის მიზეზი, ან რა პრინციპით ხდება ვაკანსიების შექმნა. ასევე, უცნობია, თუ რამდენად ეხმარება პროგრამა სოციალურად დაუცველ პირებს შრომის ბაზარზე დამკვიდრებაში.

მანამდე კი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების შესახებ კვლევა  პროგრამის ამოქმედებიდან 1 წლის თავზე “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” გამოაქვეყნა.

როგორც კვლევის დასკვნაში სხვა რეკომენდაციებთან ერთად იყო აღნიშნული, პროგრამის დიზაინს ფუნდამენტური ხასიათის ხარვეზები ჰქონდა, რაც, თავის მხრივ, პრობლემას შეუქმნის პროგრამის მთავარ ამოცანას, რაც სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ეტაპობრივად შემცირებას გულისხმობდა.

“პროგრამის დიზაინი შეიცავს უზარმაზარ რისკს, რომ ის ვერ შეძლებს შემწეობებზე დამოკიდებული მოსახლეობის სათანადოდ მოტივირებას, რათა შრომის ღია ბაზარზე დასაქმდნენ”, _ ნათქვამია კვლევაში.

დღეის მდგომარეობით კი პროგრამის გაუქმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოება ნეგატიურად ხვდება. ზოგი კი პროგრამით დასაქმებული ადამიანების მიერ ისეთ მცირე შემოსავლის მიღებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, დასაქმებული ადამიანი სახლში პროდუქტების მიტანასაც კი ვერ ახერხებს. ზოგს მიაჩნია, რომ სოფლებში ხალხს იმდენად უჭირს, რომ 300-ლარიან სამსახურზეც თანახმაა.

ოპოზიციურ სპექტრში კი ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამა “ოცნებამ” საარჩევნოდ გამოიყენა.

“არჩევნებისთვის გამოიყენეს და შემდეგ მიაგდეს ხალხი! სამწუხაროდ,  ამას ეგ კატეგორია ვერ ხვდება…” _ წერს პარტია “ახალის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაჩო ახალაძე “გურია ნიუსის” ფეისბუქ გვერდზე კომენტარებში.

რომან კალანდაძე კი, რომელიც ამ დროისთვის “გახარიას პარტიის” წევრია, სოციალურ ქსელში ეხმაურება: “ძაან კარგი პროგრამა იყო ჩემი შეფასებით. კარგი აღსრულება ესაჭიროებოდა“.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

დასაქმებასაარსებო შემწეობა
გაზიარება19Tweet12Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენი დაზიანდა”

09:54; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ყურადღებით იყავით!”- პედიატრი მშობლებს მიმართავს

09:42; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

09:14; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 4 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ცნობილი ბიზნესმენი დააყაჩაღეს

16:18; 4 დეკემბერი, 2025

პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

ჰელსინკის კომისია - მონაცემები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა

ყველა სიახლე

სამართალი

დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

10:23; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც 2026 წელს ფინანსურ ჯეკპოტს მოიგებენ

10:17; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
საზოგადოება

“ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენი დაზიანდა”

9:54; 5.12.2025
საზოგადოება

“ყურადღებით იყავით!”- პედიატრი მშობლებს მიმართავს

9:42; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9:14; 5.12.2025
სამართალი

ავარია მაგისტრალზე – როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

8:57; 5.12.2025
პოლიტიკა

2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ

18:02; 4.12.2025
ფინანსები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

17:54; 4.12.2025
სამართალი

სოფელში პირუტყვი მოიპარეს

17:42; 4.12.2025
ფინანსები

სუხიშვილების გამოფენა “ტრიუმფის 80 წელი” გრძელდება – სუხიშვილების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

17:28; 4.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 4.12.2025
სამართალი

საია: შსს არ ასრულებს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა სასარგებლოდ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს

16:48; 4.12.2025
საზოგადოება

ცნობილი ბიზნესმენი დააყაჩაღეს

16:18; 4.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო