თუ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დონბასზე კონტროლს მოიპოვებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„ეს უნდა იყოს რეალური ჯარები, რეალური შესაძლებლობები, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა. როგორც ადრე ვთქვი, ბოლო ასი წლის განმავლობაში რუსეთი თავს დაესხა მინიმუმ 19 ქვეყანას, ზოგიერთ მათგანს სამჯერ თუ ოთხჯერ. არცერთი ეს ქვეყანა არასდროს დასხმია თავს რუსეთს, ამიტომ მათ არ სჭირდებათ უსაფრთხოების გარანტიები. უსაფრთხოების გარანტიები დანარჩენებს სჭირდებათ“, – აღნიშნა კალასმა.
































































