სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული 44 წლამდე ასაკის მამაკაცია.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანა.
მედიკოსების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



































































