“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ერთმანეთს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი დაეჯახა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ტრანსპორტი დატოვეს მგზავრებმა და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება რამდენიმე წუთით შეზღუდული იყო.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.




























































