3 იანვარს, აშშ-მ ვენესუელაში განახორციელა სამხედრო ოპერაცია _ დაპატიმრებულია ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე.
Fox News-ის ეთერში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც, შესაძლოა, მორიგი სამხედრო ოპერაცია გახორციელდეს _ მან განაცხადა, რომ მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი “კარგი ქალია”, თუმცა, მექსიკა კარტელების ხელშია, _ იუწყება 24tv.ua.
“ის არ მართავს მექსიკას _ მექსიკას მართავენ კარტელები. მექსიკას რაღაც უნდა მოვუხერხოთ”, _ თქვა ტრამპმა.
გაზაფხულზე ტრამპმა შესთავაზა მექსიკის ხელისუფლებას, რომ მექსიკაში ნარკომოვაჭრეთა წინააღმდეგ აშშ ჯარებს გააგზავნიდა, თუმცა, შეინბაუმმა ეს წინადადება უარყო _ მან ხაზი გაუსვა მექსიკის სუვერენიტეტის აუცილებლობას და გამოთქვა მზადყოფნა, აშშ-სთან ერთად ებრძოლოს ნარკოტიკებით ვაჭრობას, თუმცა, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ცალ-ცალკე.































































