“ქართლის ამბების” ინფორმაციით, მოქალაქე ჩივის, რომ გორის ერთ-ერთ რესტორანში გამართულ საახალწლო გალა-კონცერტზე 70 000 ლარის ღირებულების ბეჭედი დაკარგა. ძვირფასი ნივთი ამ დრომდე ვერ იპოვეს.
როგორც რესტორნის მენეჯერმა „ქართლის ამბებს“ განუცხადა, პოლიციამ რესტორანში უკვე ჩაატარა სამძებრო ღონისძიებები.
„ბეჭედი ქალმა დაკარგა. პოლიცია იყო მოსული და ეძებდნენ. რა ვითარებაში მოხდა ბეჭდის დაკარგვა და რას აღწერს მოქალაქე, ეს დეტალები ჩემთვის უცნობია,“_ განაცხადა რესტორნის მენეჯერმა.
შსს-ს პრესცენტრი ამ ეტაპზე არ აკეთებს კომენტარს, თუ რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო ქურდობის ფაქტის შესახებ მოქალაქემ პოლიციას 112-ის საშუალებით აცნობა.

































































