reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა ღამით უკრაინის ქალაქები რაკეტებითა და დრონებით დაბომბა, რაც ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, გათბობა და ელექტროენერგია გაითიშა, მილიონობით ადამიანი კი სიცივის წინაშე აღმოჩნდა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის რვა რეგიონზე ღამით განხორციელებული თავდასხმების დროს თითქმის 300 დრონი, 18 ბალისტიკური რაკეტა და შვიდი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.



























































