ევროკავშირმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ადრე მიღებული ახალი მექანიზმის ფარგლებში, იუწყება რადიო თავისუფლების ევროპული რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი.
როგორც მოსალოდნელი იყო, წინადადებას მხარი არ დაუჭირეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაზე ამას გავლენა არ მოუხდენია. იზოვიაკის თანახმად, გადაწყვეტილება მარტის დასაწყისიდან ამოქმედდება.
2025 წლის დეკემბრის ბოლოს ამოქმედდა ევროკავშირის განახლებული უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი. მაშინვე ითქვა, რომ ახალი მექანიზმი სავარაუდოდ, საქართველოსაც შეეხებოდა, ბრიუსელისა და სხვა ევროპული დედაქალაქების მხრიდან მმართველი პარტიის პოლიტიკის მიმართ მზარდი კრიტიკის ფონზე.



































































