ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ნინო დობორჯგინიძე განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ფაკულტეტების მიხედვით კვოტების განაწილების გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ უწყებამ ყველა საკითხი განათლების ექსპერტების პროცესში ჩართვის გარეშე გადაწყვიტა.
“უმაღლესი განათლების დანგრევას, საერთაშორისო რეიტინგებით ყველაზე წარმატებული დარგების მოსპობას, ცოდნის ეკონომიკის ნაცვლად ბიზნესის მომარაგებას იაფფასიანი მომსახურე პერსონალით და გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვას არ დასჭირდა განათლების ექსპერტების ჩართვა პროცესში, ისე შეთანხმდნენ ერთმანეთში.
გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის – არა მხოლოდ ახლა!
p. s. საბჭოები ახლა იკრიბებიან”, – წერის ნინო დობორჯგინიძე Facebook-ის პირად გვერდზე.


































































