https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ოდესმე, მიაქცევს ვინმე ყურადღებას ჩემს ნახატებს, მოიცლიან ჩემისთანა ხალხისთვისაც“ _ ამბავი ერთი მხატვრისა

12:52; 19.02.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მხატვარი წუთისოფლიდან გასვლის შემდეგ ფასდება და ჩანს, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი. შენ დღეს გამოჩნდი, როგორც ნიჭიერი თვითმყოფადი და, რაც მთავარია, ეროვნული მხატვარი”, _  თქვა მხატვარმა და გერონტი ღლონტის საუკეთესო მეგობარმა ზაურ წულაძემ ხელოვანის გარდაცვალების შემდეგ მოწყობილ მის ერთ-ერთ გამოფენაზე.

გერონტის პერსონალური გამოფენისა და სახელობითი პალიტრის გახსნისას კი ოზურგეთელმა მხატვარმა ვახტანგ მამეიშვილმა ასეთი სიტყვებით გაიხსენა კოლეგა: „გერონტი ჩვენთვის იყო ლეგენდარული ადამიანი, კაცი სიმართლის მთქმელი, საუცხოო გურული იუმორით. მას აქვს ეთნოგრაფიული გურია წარმოდგენილი,  ეს განძი,  პირველ რიგში, არის  ჩვენი და ამით აუცილებლად უნდა ვამაყობდეთ“.

გერონტი ღლონტის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე, ეკა ორაგველიძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს:„რაც დრო გადის მით მეტად ვაფასებ მის შემოქმედებასაც და თვითონ მას, როგორც პიროვნებას.“

ეკა ორაგველიძე: ვარ მხატვარ გრაფიკოსი. ამჟამად ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო აკადემიაში მოწვეული პედაგოგის პოზიციაზე. ვასწავლი, როგორც ბაკალავრის, ასევე, მაგისტრანტებს. რაც შეეხება ჩემს გერონტის… მის სახელოსნოში ფეხი შევდგი, როდესაც ათი წლის ვიყავი, მიმიყვანეს მშობლებმა. გერონტის შესახებ იცოდა მამამ. თუმცა მე მანამდე მენახა გერონტი გაღმა დვაბზუს სკოლაში. რადგანაც სკოლა სავსე  იყო გერონტის გაკეთებული და მოხატული საგანმანათლებლო ბანერებით. თითოეული ხელოვნების ნიმუში იყო. გერონტი იყო ტანმორჩილი კაცი, ხუჭუჭა, ჩალისფერი თმებით, მკვირცხლი მოძრაობით და საკმაოდ სერიოზული სახით, _ მოგვითხრობს ეკა ორაგველიძე.

მისივე თქმით, მხატვრის სახელოსნომ მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

„ახლაც კარგა მახსოვს, თითოეულ კუთხე-კუნჭულს შემოქმედის ხელი ეტყობოდა. კედლებზე პატარა მუყაოებზე სიყვარულით შექმნილი ნახატები. სხვადასხვა ფორმის დოქები. თავის ხელით ნაკეთი მაგიდა თუ სკამი, ტახტი  თუ ბუხარი… ვიდრე ხატვის სწავლას დავიწყებდი, მამაჩემს უთხრა, „იაროს აგერ, ძამა და ვნახოთ მერე”. კვირაში ერთხელ დავდიოდი მასთან, კვირაობით… ძალიან თბილი კაცი იყო და ამავდროულად, მკაცრიც. განათლებული და დიდ პატივს სცემდა განათლებას. წესრიგის კაცი იყო. მე მასთან ვსწავლობდი არა მხოლოდ ხატვას, არამედ კულტურას, ქცევის, ნამუშევრის ხატვის პროცესის (როგორი ნახატი არ უნდა ყოფილიყო) დაფასების კულტურას. ასეთი იყო გერონტი. დამტოვებდა მაგიდასთან ტუშით და კალმით. თვითონ გავიდოდა, სანამ სახელოსნოში შემობრუნდებოდა, დავინახავდი თოხს მიყუდებდა სახლის კედელზე და შემოვიდოდა ხმამაღალი სიტყვით _ ,,რა ქენი, ცა, დახატე?” თუ რაიმეთი კმაყოფილი არ იყო, არ გაგრძნობინებდა. გაგიყვანდა ეზოში, ნატურასთან მიგიყვანდა, ბალახი იყო თუ ხე, ძაღლი თუ კატა და დაგახატვინებდა. ასე მაზიარა გერონტიმ ნატურასთან მუშაობას.

მიკვირს, როგორ ახერხებდა ეს (თვითნასწავლი) მხატვარი ამდენის გამკლავებას… მაშინ ხომ ეს თვითნასწავლობა უფრო კნინობით ფორმაში მოიხსენიებოდა, რადგანაც გერონტის აკადემია დამთავრებული არ ჰქონდა და ის აკადემიური საფეხურები არ გაუვლია. თუმცა, მის შემოქმედებას ამით არაფერი დაკლებია. ძალიან თვითმყოფადი იყო, საერთოდ არ ჰგავდა არავის.

გერონტი ღლონტის შემოქმედება დასაფასებელი და საინტერესოა. ის ხატავდა იმას, რითაც სუნთქავდა. მისი სამყარო ასეთი იყო სევდიანი, გულჩათხრობილი, ვიცით მისი ცხოვრება ბავშვობიდან მოყოლებული როგორი მძიმე იყო. როგორ მოახერხა და თავისი სიტყვა თქვა ხელოვნებაში ამ ლეჩხუმიდან წამოსულმა, ათას ჭირ-ვარამ გადატანილ, სოფელ ბოხვაურში მაცხოვრებელმა კაცმა. მისთვის ხომ ყოველგვარი ფუფუნება და გალაღება შორს იყო. მე ბედნიერი  ვარ იმით, რომ ჩემი პირველი პედაგოგი, მხატვარი ჩემი ნათლია გახდა“, _ თქვა ეკა ორაგველიძემ.

გერონტი ღლონტი დაიბადა ლეჩხუმში, ცაგერის რაიონში, აღვის თემში 1938 წლის 5 იანვარს. დედა 29 წლის ასაკში გარდაიცვალა, მამა დიდ სამამულო ომში დაიკარგა და პატარა გერონტი ქუთაისის საბავშვო სახლში მიაბარეს თავის სამ დედ-მამიშვილთან ერთად, საიდანაც 10 წლის ასაკში შვილად აიყვანა ოზურგეთის რაიონის სოფელ ბოხვაურის მკვიდრმა პელო ღლონტმა, გარდაცვლილი იაკინთე ღლონტის ქვრივმა. გერონტი ღლონტი სიცოცხლის ბოლომდე ბოხვაურში ცხოვრობდა, თავის კარ-მიდამოში შექმნა ეთნოგრაფიული გარემო, რომელშიც შერწყმული იყო ლეჩხუმური და გურული ტრადიციები. ამ კარმიდამოში გაატარა მან მთელი ცხოვრება და 2004 წლის 27 ოქტომბერს მძიმე სენით გარდაიცვალა საკუთარ სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

გერონტის მეუღლე, ფილოლოგი, ზოია თავაძე დღეს 87 წლისაა, მრავალი რამ აქვს გასახსენებელი: “ძნელია, ვიყო ობიექტური გერონტის შემოქმედების შეფასებისას. ჩემთვის ყველა მისი ნახატი შვილივითაა… გერონტი უსაზღვროდ ფაქიზი სულისა და დიდი სითბოთი და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო. ოჯახზე უსაზღვროდ მზრუნველი და შვილებზე გადაყოლილი მამა. უპირატესობას ყოველთვის ოჯახს ანიჭებდა. ის ადრეული წლებიდან ხატავდა და ძერწავდა, ოჯახში არის ზეთით ტილოზე შესრულებული მისი პირველი ნახატი, რომელიც მეოთხე კლასში დახატა და ასევე პატარა ქანდაკება, რომელიც, როგორც თავად ამბობდა, 9 წლისამ გააკეთა.”

გერონტი 1961 წლიდან ეწევა  შემოქმედებით მოღვაწეობას როგორც ფერმწერი და გრაფიკოსი. სისტემატურად მონაწილეობდა მაშინდელ რესპუბლიკურ თუ საკავშირო გამოფენებში. მისი უამრავი ნამუშევარი დაცულია სახელმწიფო ფონდებში, კერძო კოლექციებში _ მას 500-მდე ნახატი აქვს გაჩუქებული სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, უცხოეთში. არ უყვარდა ნახატების გაყიდვა. ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშიც არის უხვად მისი შემოქმედება. მუშაობდა სხვადასხვა სკოლაში სახვითი ხელოვნების მასწავლებლად, თქვენ წარმოიდგინეთ, მუსიკისაც კი. 1965-67 წლებში ოჯახზე ზრუნვის პარალელურად სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდიაში. აკადემიის რექტორმა ბატონმა სერგო ქობულაძემ სწორედ იმ პერიოდში უთხრა – გერონტი, შენ აკადემია ვერაფერს მოგცემს, უკვე დასრულებული მხატვარი ხარო. გერონტის ჰქონდა ძალიან კარგი საოპერო ხმა და სწორედ ამ წლებში მიიღო მან შემოთავაზება კონსერვატორიის საოპერო სკოლის ვოკალის პედაგოგისაგან კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელების თაობაზე, მაგრამ ოჯახზე ზრუნვამ გერონტი ოზურგეთში დააბრუნა.

მისი უახლოესი მეგობარი იყო მხატვარი ოთარ ჩხარტიშვილი. სწორედ იმ წელს, როდესაც გერონტი გარდაიცვალა, ოთარი ზამთარში ჩამოვიდა და გერონტის დაუბარა, აპრილში ეს ნახატები მოწესრიგებული დამახვედრეო, ცისფერ გალერეაში პერსონალური გამოფენა უნდა მოგიწყოო. მართლაც, ჩამოვიდა აპრილში. სამწუხაროდ, სწორედ იმ გაზაფხულიდან გერონტი მძიმე სენით დაავადდა და შემოდგომაზე გარდაიცვალა. პერსონალური გამოფენა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ სახელობითი პალიტრის გახსნის დღეს მოეწყო ოზურგეთში.

ერთხელ, გერონტის სამეგობროში უთქვამს: ოდესმე მიაქცევს ვინმე ყურადღებას ჩემს ნახატებს, მოიცლიან ჩემისთანა ხალხისთვისაც, მაგრამ მე აღარ ვიქნებიო. მისი ქალიშვილის, თამარის დიდი სურვილია პერსონალური გამოფენის მოწყობა თბილისში, მშობლიურ ლეჩხუმსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. იმედია, ბატონ გერონტის სურვილი ახდება და მეტი ადამიანი ეზიარება მის შემოქმედებას, მისი დანატოვარი კი იქნება საუნჯე მომავალი თაობებისთვის.

გიორგი გირკელიძე

ავტორი

გერონტი ღლონტი
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

შტორმი ქობულეთში – ვიდეო ადგილიდან

19:29; 19 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა თქვეს კვების პროდუქციის მწარმოებლებმა ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე

19:20; 19 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა – ვალუტის კურსი

18:45; 19 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

17:07; 19 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ყოველი მეოთხე გართულება თავიდან აცილებადია: რატომ უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი

16:54; 19 თებერვალი, 2026

თუ ხარ მოსწავლე, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

სალომე ზურაბიშვილი - ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ქვეყანას ევროპული გზიდან და ევროპული რეფორმებიდან აშორებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

შტორმი ქობულეთში – ვიდეო ადგილიდან

19:29; 19.02.2026
საზოგადოება

რა თქვეს კვების პროდუქციის მწარმოებლებმა ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე

19:20; 19.02.2026
საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა – ვალუტის კურსი

18:45; 19.02.2026
პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ან ერთი უნდა გავაუქმოთ ან მეორე

18:41; 19.02.2026
პოლიტიკა

“პარლამენტში მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის, რომ”- ირაკლი კობახიძე

18:11; 19.02.2026
სამართალი

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:09; 19.02.2026
პოლიტიკა

რის შესახებ ესაუბრა კობახიძე მერებს, საკრებულოების თავმჯდომარეებსა და სახელმწიფო რწმუნებულებს

17:51; 19.02.2026
სამართალი

ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:47; 19.02.2026
ფინანსები

დარეგისტრირდი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსზე ახალგაზრდებისთვის

17:26; 19.02.2026
სამართალი

ლილოს სამედიცინო ცენტრი გაქურდეს

17:16; 19.02.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

17:07; 19.02.2026
საზოგადოება

ყოველი მეოთხე გართულება თავიდან აცილებადია: რატომ უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი

16:54; 19.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:31; 19.02.2026
მსოფლიო

ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

16:24; 19.02.2026
მსოფლიო

ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

15:12; 19.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო