“რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ მზადაა ევროპის წინააღმდეგ საომრად”,_ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი.
„ჩვენ ომებს არ ვეძებთ, ჩვენ არ გვინდა ომები, მაგრამ თუ ჩვენი ევროპელი მეზობლები, ჩვენს წინააღმდეგ ომს მოამზადებენ, როგორც ამას აცხადებენ – პრეზიდენტმა არაერთხელ ისაუბრა ამაზე და შეახსენა, რომ ჩვენ უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ვატარებთ და თუ მათ ომი სურთ, ეს იქნება სრულიად განსხვავებული ომი და სრულიად განსხვავებული საშუალებებით”,_ აცხადებს ლავროვი.






























































