რამდენიმე წუთის წინ, სენაკი-ში, სოფელ ნოსირისთან, თბილისი–სენაკი–ლესელიძის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის გამო გზა ნაწილობრივ ჩაკეტილია და ავტომობილების გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები. დეტალებს ვაზუსტებთ.



































































