დღეიდან მკვეთრად უარესდება ამინდი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით.
“16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან რაიონებში – თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

































































