ბათუმში გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ცნობებით, მოკლული შუა ხნის მამაკაცია.
თვითმხილველთა ინფორმაციით, იუო ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის ხმა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შემთხვევა ბონის დასახლებაში მოხდა, ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.





































































