სენაკში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოკლულია ზანის მკვიდრი, თეა ხარგელი. ადგილობრივებს მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი უჭირთ. „სანადირო თოფით მოკლა. გვიჭირს ამ თემაზე საუბარი. წუხელ მოხდა მკვლელობა. ადგილზე მოკლა. მიზეზი უცნობია“, — ამბობენ ადგილობრივები.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





































































