დღეს საქართველოს ყურადღება მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისკენაა მიმართული. გურულები განსაკუთრებით ამაყობენ ამით. “ჩვენი ბაღანე მსოფლიოზე” თამაშობს _ ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი ქუთაისის „აიას“ მოთამაშე და საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრია.
დღეს, „აია არენაზე“, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მე-9 ადგილის ნახევარფინალი
13 ივლისი. 18:00 საათი. ქუთაისი. “აია არენა”.
საქართველო – იტალია
საქართველო
ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;
შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. დავით ბარამია, 6. ირაკლი ყოლბაია, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.
მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. ლუკა იასეშვილი, 18. საბა ნოზაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი არძენაძე, 21. გიორგი ზაზაძე; 22. გიორგი ხონელიძე, 23. დემეტრე დევდარიანი.
ვუგულშემატკივროთ და წარმატება ვუსურვოთ გიორგის და მის გუნდს!






































































