“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერს ზურა ჯაფარიძეს სკუტერით გადაადგილებისას ავტომობილი დაეჯახა. ამის შესახებ ინორმაციას სოციალურ ქსელში თავად ზურა ჯაფარიძე ავრცელებს.
“სკუტერზე მანქანა დამეჯახა, კარგად ვარ
მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს, კლინიკაში ვარ კვლევებზე.
პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო.
სად მოხდა, ვინ იყო, იქ რა მოხდა, არაფერი მახსოვს ჯერ.
პ.ს. კეთილს და ბოროტს ისევ ვარჩევ”,_ წერს ჯაფარიძე.






































































