ამ წუთებში შეკვეთილში, პლაჟზე სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული.
როგორც “გურია ნიუსს” თვითმხილველმა უთხრა, ახალგაზრდა ქალი იმ დროს დაშავდა, როდესაც კატერს პარაშუტით უნდა აეწია.
“პარაშუტით აჰყავდა და ქვიშაზე გაიხოხიალა”, – ამბობს თვითმხილველი.
მისივე თქმით, დაშავებულს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება.
































































