“ევროპელებისა და საფრანგეთის მიმართ რუსეთის ჰიბრიდული საფრთხე გაძლიერდა _ ჩვენ დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზეა უკრაინაში” _ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციაზე.
“არ უნდა ვაჩვენოთ, რას გავაკეთებთ. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდან შეცდომა იქნებოდა ევროპელების მიმართ ამ გზით მოქმედების გაგრძელება… ამის მიზანი ჩვენი დაშინება და უკრაინელების მხარდაჭერის მცდელობებისთვის ძირის გამოთხრაა. შედეგი საპირისპირო იქნება. ჩვენ არ ვართ დაშინებულები, რადგან ვიცით, რომ ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში,” _ თქვა მაკრონმა.



































































