ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ საქართველოს ჩემპიონატის ქალთა ლიგის ზედა ჯგუფში მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ლანჩხუთელებმა საკუთარ მოედანზე ბათუმის გუნდს უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით _ 7:0 დაამარცხეს.
შეხვედრაში ოთხი გოლი სულაშვილმა გაიტანა, ორი გოლი მატვეევას ანგარიშზეა, ხოლო ერთი გოლი მწყერაშვილმა გაიტანა.
ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში ჩემპიონატის ლიდერმა „ნიკე-ლუსომ“ სტუმრად 4:0 გაიმარჯვა.
22 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 63 ქულით „ნიკე-ლუსო“ ლიდერობს, „ლანჩხუთი“ კი 60 ქულით მეორე ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრა ლანჩხუთელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება _ 29 სექტემბერს „ლანჩხუთი“ საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ლიდერსა და უშუალო კონკურენტ „ნიკე-ლუსოს“ უმასპინძლებს.




































































