მოზარდი ანასტასია ბოჭოიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ცნობას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ და ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

ერთ-ერთი ახლობელი წერს, რომ ანასტასიას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა და ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა გართულდა.
ახლობლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ტვინსა და გულზე ანევრიზმა ჰქონდა, მოგვიანებით კი მენინგიტიც დაერთო. მისივე თქმით, ორგანიზმმა მძიმე მდგომარეობას ვეღარ გაუძლო.
ანასტასია ბოჭოიძის გარდაცვალების გამო სამძიმრის პოსტი ანსამბლმა „დიდებამაც“ გაავრცელა.
„ანსამბლი „დიდება“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი მოსწავლის, ანასტასია ბოჭოიძის გარდაცვალების გამო.
ძალიან ძნელია სიტყვებით გადმოვცეთ ის ტკივილი, რომელსაც ახლა ვგრძნობთ…
გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში.
ვუსამძიმრებთ ანასტასიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ყველას, ვინც მას იცნობდა და უყვარდა“, _ ნათქვამია სამძიმრის პოსტში.































































