https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა

9:57; 24.09.2026
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა. ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, რომ საფუძვლიანად აღვწეროთ, თუ როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად და როგორ მივიღეთ თითქოს ტრადიციული კამპანიიდან საკუთარი რიტუალების, სიმბოლოების, კალენდრისა და შიდა მორალური წესრიგის მქონე აგრესიული თემი – ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

როგორც პაპუაშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, “ამ ფსევდორელიგიური სექტის დოგმატიკაში ევროკავშირი „აღთქმული მიწაა“, 78-ე მუხლი – მრწამსი, რეზოლუციები – მცნებები, უცხოელი პოლიტიკოსი კი უმაღლესი ქურუმი”.

მისივე თქმით, როცა პოლიტიკური მოძრაობა კონკრეტული შედეგით საკუთარ არსებობას ვეღარ ამართლებს, ის ხშირად ირჩევს გზას, სადაც გაგრძელება თავად ცხადდება წარმატებად, ხოლო ფორმა შინაარსისგან იცლება და თვითმიზანი ხდება”.

“2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან თითქმის 700 დღე გავიდა. ეს 100 კვირაა.

არჩევნები, რომლებიც ოპოზიციის ნაწილმა რეფერენდუმად გამოაცხადა, მათთვის სასურველი შედეგით არ დასრულდა. შედეგის არცნობას ქუჩის მორიგი პოლიტიკური პროცესი მოჰყვა, რომელსაც მოგვიანებით მარკეტინგულად „უწყვეტი პროტესტი“ უწოდეს.

ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა. ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, რომ საფუძვლიანად აღვწეროთ, თუ როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად და როგორ მივიღეთ თითქოს ტრადიციული კამპანიიდან საკუთარი რიტუალების, სიმბოლოების, კალენდრისა და შიდა მორალური წესრიგის მქონე აგრესიული თემი – ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა.

ხანგრძლივი პროტესტი თავისთავად სექტანტურობას არ ნიშნავს. გარდატეხა მაშინ იწყება, როდესაც მოძრაობა შეცდომის აღიარებაზე უარს ამბობს, განსხვავებულ აზრს ღალატად აცხადებს და წარუმატებლობას უპირობო ერთგულების მოთხოვნით პასუხობს.

როდესაც პოლიტიკური მოძრაობა საკუთარ არსებობას კონკრეტული შედეგით ვეღარ ამართლებს, მის წინაშე არჩევანი დგება: შეაფასოს განვლილი გზა, შეცვალოს ტაქტიკა, გადაახალისოს მიზნები ან დაასრულოს კამპანია. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი გზა – გაგრძელება თავად გამოაცხადოს წარმატებად. ამ დროს შეკრება, მარში და სიმბოლური მოქმედება თანდათან თვითმიზნად იქცევა, პრინციპით: „ვაგრძელებთ, მაშასადამე ვარსებობთ“.

სწორედ აქ ჩნდება ის პრობლემა, რომელიც რუსთაველის პროტესტშიც გამოიკვეთა: ფორმა თანდათან იცლება თავდაპირველი შინაარსისგან და თავად ხდება შინაარსი. რიტუალის შესრულება კი მონაწილეობის მთავარ იდეად იქცევა.

სწორედ აქ იკვეთება ფსევდორელიგიური გარდაქმნის ნიშნები:

1.წმინდასივრცე.

რელიგიურ თემს აქვს ადგილი, სადაც ჩვეულებრივი სივრცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. „უწყვეტ პროტესტში“ მსგავს ფუნქციას რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ასრულებს.

შეკრების რიტუალური განმეორება ამ ადგილს ჯგუფური იდენტობის სიმბოლოდ აქცევს. რუსთაველზე მისვლა უკვე მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნის გამოხატვა აღარ არის, ის კუთვნილებასაც ადასტურებს: „აქ ვარ, მაშასადამე თქვენიანი ვარ“.

მრევლი ტაძარში იკრიბება, პროტესტის მონაწილეები – პარლამენტის თაღებთან.

2.პოლიტიკურილიტურგია.

რიტუალს განმეორებადობა სჭირდება.

ერთი და იგივე საათი, მარშრუტი, მსვლელობა, სკანდირება, დროშები, მუსიკა, პარლამენტთან მისვლა და დაშლა ქმნის თითქმის ლიტურგიულ ციკლს.

რიტუალის რეალური პროდუქტი ყოველთვის ხელისუფლების გადაწყვეტილების შეცვლა არ არის. მისი პროდუქტი შეიძლება იყოს თვითონ ჯგუფის ხელახლა შექმნა, განმტკიცება, არსებობის დადასტურება. აქვე გამოიყენება ქენჯნის მექანიზმიც – რიტუალიდან ამოვარდნა უკვე ერთგვარი ღალატია, ცოდვა, რომელიც კისერზე გაწვება და სინანულისა და დაბრუნებისკენ გიხმობს.

3. საკუთარიკალენდარი.

ჩამოყალიბებულ თემებს აქვთ თარიღები, რომლებიც ჯგუფის მეხსიერებას პერიოდულად ააქტიურებს. თბილისის პროტესტშიც პოლიტიკური კალენდარი განსაკუთრებული დღეებით შეივსო: პროტესტის დაწყების თარიღი, დაკავებების დღეები, წლისთავები და სხვა მრგვალი რიცხვები.

ასეთი კალენდარი მოძრაობას საშუალებას აძლევს საკუთარი ისტორიული დრო შექმნას. პოლიტიკური მოვლენები იცვლება, მაგრამ რიტუალი დროის თვლას აგრძელებს.

პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც შეკრების აუცილებლობას თავად თარიღი ასაბუთებს და აღარ ისმის კითხვა, რა უნდა შეცვალოს ამ შეკრებამ. იქმნება ჩაკეტილი წრე: ახალი თარიღი, ახალი მოლოდინი, და შემდეგ მომდევნო თარიღისთვის მზადება.

4. მოწამეები.

რიტუალიზებულ მოძრაობას სჭირდება მოწამეები. ამიტომ, დაპატიმრებული, დაშავებული, სამსახურიდან წამოსული ან სხვა პირადი ფასის გადამხდელი ადამიანი ბუნებრივად ხდება მოძრაობის მეხსიერების მნიშვნელოვანი ნაწილი.

პოლიტიკური პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც განცდილი დანაკარგი მოძრაობის უტყუარობის მტკიცებულებად ცხადდება. თავდაპირველად ლოგიკა ასეთია: „ვიბრძვით და ამიტომ გვყავს დაზარალებულები“. შემდეგ ხდება ჩანაცვლება: „რადგან გვყავს დაზარალებულები, ესე იგი ჩვენი ბრძოლა მართალია“.

სწორედ ამ ჩანაცვლებიდან იწყება გმირების საკრალიზაცია. იკითხება პატიმრების წერილები, წარმოითქმის მათი სახელები, იხატება პორტრეტები. ამ სიმბოლურ სამყაროშიც ყალიბდება იერარქია: ვიღაც რიგითი გმირია, ვიღაც – სექტის მთავარი მოწამე.

დიდი ხანია, დაიკარგა ის შინაარსი, რის გამოც ეს ადამიანები პატიმრობაში მოხვდნენ, ახლა საკუთრივ მათი პატიმრობა იქცა შინაარსად. სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად სწორედ სექტას ჭირდება პატიმრები, რათა საფუძველი შეუნარჩუნოს თავის არსებობას.

5. სიმბოლოები.

დროშა, სიმღერა, ფოტო, სლოგანი ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკაციის ელემენტებია. მაგრამ განმეორებითი რიტუალის პირობებში ისინი სხვა ფუნქციას იძენენ.

იქმნება სპეციალური იკონოგრაფია – ვიზუალური და ხმოვანი ნიშნები, რომელთა გამოყენებას უკვე მხოლოდ საინფორმაციო დატვირთვა აღარ აქვს. ისინი ჯგუფური კუთვნილების ნიშნებია.

დროშის ფრიალი ან სკანდირება აღარ ამბობს მხოლოდ რას მოითხოვს ადამიანი. ის ამბობს, ვის ეკუთვნის ადამიანი.

6. წინასწარმეტყველება.

ხანგრძლივ მობილიზაციას მომავლის დაპირება სჭირდება: „გამარჯვება ახლოსაა“, „ცოტაც“, „კიდევ ერთი დიდი შეკრება“, „გამოვა, მაგრამ უშენოდ არ გამოვა“, „ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ“, „ბოლომდე“.

გადის დრო და დაპირებული გარდატეხა არ დგება. მოდის ახალი თარიღი, შემდეგ კიდევ ახალი. ამ დროს ჯგუფს შეუძლია საკუთარ ვარაუდებს გადახედოს, მაგრამ მას ასევე შეუძლია გამარჯვება კიდევ ერთხელ გადადოს. მეორე შემთხვევაში პროგნოზი თანდათან ცრუ წინასწარმეტყველებას ემსგავსება: გაურბის შემოწმებას, მისი არგამართლება კი რწმენის ახალ გამოცდად ცხადდება.

7. დოგმა.

პოლიტიკური პოზიცია განსჯას ექვემდებარება: იცვლება ტაქტიკა, ზუსტდება მოთხოვნა, ხდება კომპრომისი. პოლიტიკაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

დოგმატურ სისტემაში კი მოქმედებს საპირისპირო პრინციპი. დოგმის მთავარი თვისება ის არის, რომ ფაქტი მას პირდაპირ ვერ აუქმებს. ამიტომ ქრება ყველა კითხვა შინაარსზე. ნებისმიერი პოლიტიკური კამათი კი მორალურ კატეგორიებში გადადის და რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: „რომელ მხარეს დგახარ?“

სწორედ ამიტომ არის, რომ ამ ფსევდორელიგიური სექტის დოგმატიკაში ევროკავშირი „აღთქმული მიწაა“, 78-ე მუხლი – მრწამსი, რეზოლუციები – მცნებები, უცხოელი პოლიტიკოსი კი უმაღლესი ქურუმი, რომელსაც უცდომელობის თვისება გააჩნია.

ამ გზით, სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საკითხები რწმენის სიმბოლოებად გარდაიქმნება. მათ შესახებ მსჯელობას კი მორჩილების მოთხოვნა ანაცვლებს.

9. საბოლოოტრანსფორმაცია.

ყველა დოქტრინას, რელიგია იქნება თუ ფსევდორელიგია, სჭირდება ტერიტორია, სასიცოცხლო სივრცე, მასშტაბი. საქართველოს შემთხვევაში ცარიელი ნიშა არ არსებობს – გვაქვს სახელმწიფო, საზოგადოება, ეკლესია, მორალი, იდენტობა, წესი და კულტურა.

ყოვლისმომცველობაზე პრეტენზიის მქონე სექტამ, სასიცოცხლო სივრცის მოსაპოვებლად, ყველა ჩამოთვლილ სვეტს შეუტია, პარალელური სახელმწიფო და ცრუ-პრეზიდენტი შექმნა, საზოგადოებას ახალი მორალი უქადაგა, სარწმუნოება გამოგონილი იდეოლოგიით ჩაანაცვლა და გარეთ მოცლილი პოლიტიკოსები აქაურ ქურუმებად აკურთხა. თუმცა, მიუხედავად ყველა მცდელობისა ის რეალურ თუ ვირტუალურ რუსთაველს ვერ გასცდა.

პოლიტიკური მოძრაობა არსებობს იმიტომ, რომ რაღაც უნდა შეცვალოს. თუმცა, რიტუალიზაციის შემდეგ პროცესი იცვლება. თუ მანამდე ჯგუფი არსებობს მიზნისთვის, შემდეგ მიზანი იწყებს ჯგუფის არსებობის გამართლებას.

ამ ეტაპზე რიტუალიზაციამ ადამიანების ამ ჯგუფს უკვე მისცა სოციალური გარემო, კოლექტიური იდენტობა, ყოველდღიური რიტუალი, მორალური მნიშვნელობის განცდა, მსხვერპლები, სიმბოლოები, განსაკუთრებული თარიღები და მოუნიშნა მტრები.

სწორედ ამიტომ, პოლიტიკური მიზნის მიუღწევლობა ამგვარი ჯგუფის დაშლას ავტომატურად არ იწვევს. პროცესის შეწყვეტა მონაწილისთვის შეიძლება ნიშნავდეს არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური კამპანიის დასრულებას, არამედ იმ სოციალური გარემოს, იდენტობის, ყოველდღიური რიტუალისა და მორალური მნიშვნელობის დაკარგვას, რომელიც პროცესმა მის ცხოვრებაში შესძინა.

სწორედ აქ არის ყველაზე ზუსტი პარალელი ფსევდორელიგიურ თემთან: მოძრაობა აღარ არის მხოლოდ საშუალება გარე სამყაროს შესაცვლელად. ის ხდება დამოუკიდებელი სოციალური სამყარო, რომელიც წევრისთვის თავად ქმნის მნიშვნელობას.

როდესაც შედეგი ვეღარ ამართლებს პროცესს, პროცესმა თავად უნდა დაიწყოს საკუთარი თავის გამართლება. რიტუალი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ეს ხდება, ხოლო როდესაც რიტუალის გაგრძელება თავად ხდება მიზანი, პოლიტიკური მოძრაობა თანდათან გარდაიქმნება დახურულ ფსევდორელიგიურ სექტად.

დღეს რუსთაველზე, დღეთაღრიცხვის 666-ე დღეს, სწორედ ამ ნიშნების ერთობლიობას ვხედავთ.

2028 წლის 28 ოქტომბრამდე ჯერ კიდევ ასეულობით დღეა დარჩენილი. დღევანდელი პატიმრების უმრავლესობა უბრალოდ მისჯილ ვადას მოიხდის და გარეთ გამოვა, სადაც მათ მათივე სახელობის სექტა დახვდება და საკუთარ თავს ხატებზე აღმოაჩენენ.

ამ ადამიანებისთვის მაშინაც დარჩება პირადი არჩევანი – განაგრძონ ცხოვრება ნორმალური საზოგადოების წევრად, სადაც განსხვავებული აზრი და შეხედულება ნორმაა, თუ საკუთარი იდენტობა კვლავ იმავე მოძრაობასა და მის რიტუალებს დაუკავშირონ, რომელმაც ციხეში მარტვილობისთვის გაიმეტა.

თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ ამ ადამიანებს არ ეხებათ.

პროცესი, რომელიც ადამიანების ამ ჯგუფმა დაიწყო, აღწერილი ტრანსფორმაციის გამო თავად იქცა არა მარტო ბრძოლის, არამედ იდეის გაკოტრებად.

ამიტომ, „უწყვეტობა“ დროის აღმნიშვნელი სიტყვა აღარ არის. ის უკვე დოქტრინაა. ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტის დოქტრინა”, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

10:30; 24 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“ჩემი მაცივარი საპირისპიროს ამბობს” _ ეკონომიკური ზრდა და სოფლის რეალური  გამოწვევები

22:07; 23 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა _ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება

13:45; 22 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ღარიბაშვილი: წარმოუდგენელი არაკაცობა ჩაიდინეს, ბინძური მახე დამიგეს

20:05; 21 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბახმაროს შეხვედრასთან დაკავშირებით მიჩნდება ეჭვი…

13:45; 21 სექტემბერი, 2026

კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღების თაობაზე

სად იწვიმებს და სად იქნება მზიანი ამინდი - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

10:30; 24.09.2026
სამართალი

პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

10:24; 24.09.2026
საზოგადოება

ხრიალეთის საჯარო სკოლა დირექტორის, დავით ჯაბუა გარდაიცვალა

10:21; 24.09.2026
საზოგადოება

სად იწვიმებს და სად იქნება მზიანი ამინდი – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:05; 24.09.2026
საზოგადოება

კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღების თაობაზე

10:03; 24.09.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა

9:57; 24.09.2026
პოლიტიკა

“ჩემი მაცივარი საპირისპიროს ამბობს” _ ეკონომიკური ზრდა და სოფლის რეალური  გამოწვევები

22:07; 23.09.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რადიკალურად შეიცვლება

21:58; 23.09.2026
საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო