EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორად კატარინა ბიორლინ ჰანსენი დაინიშნა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას 2019 წლის პირველი აპრილიდან დაიწყებს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ EBRD-ის გვერდზე ვრცელდება.
ცნობისთვის, კატარინა ბიორლინ ჰანსენი უხელმძღვანელებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობას სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.
ჰანსენი ბრუნო ბალვანერას ცვლის, რომელიც ცენტრალურ აზიაში EBRD-ის მმართველ დირექტორად დასახელდა.
ჰანსენის თქმით, კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია შემდგომი განვითარებისათვის, რისთვსაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა გლობალურ ეკონომიკაში შემდგომი ინტეგრაცია და EBRD-ი გააგრძელებს განვითარების პროცესის მხარდაჭერას ინვესტიციებისა და რეფორმების გზით.