საჯარო რეესტრმა მიწის ადმინისტრირების სფეროში საჯარო და კერძო თანმშრომლობის (PPP in Land Administration) თემაზე გამართულ საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გამართულ რიგით მესამე საერთაშორისო შეხვედრაზე მიწის ადმინისტრირების საკითხებში კერძო და საჯარო თანამშრომლობის გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მიწის კერძო და საჯარო თანამშრომლობის ანალიტიკური და საოპერაციო ჩარჩო დოკუმენტი, კერძოდ მისი დაფინანსების, მენეჯმენტისა და შეფასების საკითხები.
მსოფლიო ბანკის ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ შეხვედრის მონაწილეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გააცნო. კერძოდ, მან ისაუბრა ე.წ. ჰიბრიდული მიდგომის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საჯარო რეესტრი და კერძო კომპანია საჯარო ინტერესის – მიწის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს მიღწევის მიზნით ერთოლივად მუშაობენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფოს როგორც სახელმწიფო ორგზანიზაციების, ისე კერძო სექტორის, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.