გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარულმა რუსმა მომღერალმა ზემფირამ სიმღერა – „Не Стреляйте“ ჩაწერა და გამოუშვა, რომლითაც უკრაინას მხარი დაუჭირა და ქვეყანაში რუსეთის შეჭრა გააპროტესტა.
საინტერესოა, რომ მომღერალმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ „YouTube“-ის არხიდან ყველა თავისი ვიდეო წაშალა და მხოლოდ 2008 წელს გამოშვებული სიმღერა, სახელად „Вiдпусти“ დატოვა.
გუშინ მუსიკოსის ოფიციალურ „YouTube“-ის არხს უკრაინის მხარდამჭერი სიმღერაც დაემატა.
ზემფირას „ინსტაგრამის“ პოსტებიც წაშლილია და მომღერალს მხოლოდ უკრაინის მხარდასაჭერი ახალი სიმღერა და შავი კვადრატის ფოტო აქვს განთავსებული, რომელსაც „არა ომს“ აწერია.