https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„აბა, ახლაც შეხტი, შემობზრიალდი და ფულსაც მიიღებ“

11:34; 5.11.2023
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სამწუხაროდ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე მსახიობებზე, მწერლებზე და რეჟისორებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. დღევანდელ წერილ-მოგონებაში დაახლოებით ორი საუკუნით უკან მინდა რომ დავბრუნდე და ახლადჩამოყალიბებულ ქართულ თეატრთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები მოგითხროთ.

ერთხელ ქართულ თეატრში დაიდგა ვოდევილი „ცელქები“. ავადმყოფი მსახიობის, შათირიშვილის ნაცვლად სცენაზე სახელდახელოდ ალექსანდრე იმედაშვილი გამოიყვანეს. ცხადია, მთელი ყური და გონება მას მოკარნახისკენ ჰქონდა მიმართული.

სცენაზე ტასო აბაშიძე, როლში შესული, იმედაშვილს ხელს უწვდიდა და თან ჩურჩულით ეუბნებოდა – ახლა ხელზე უნდა მაკოცო, საშა! იმედაშვილმაც ხელი ანგარიშმიუცემლად საკოცნელად წაიღო და თან ისევ მოკარნახისკენ იხედებოდა. ამ დროს გაისმა საშინელი წივილ – რას შვრები, ბიჭო, ხელი ნუ დამწვი! თურმე იმედაშვილი ტასოს გამოწვდილ ხელს გავარვარებული პაპიროსით დაჰკონებოდა.

ერთხელ კოტე ყიფიანი, როდესაც დიდ სცენაზე დებიუტი ჰქონდა, მეტად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

1865 წლის ზაფხულის მიწურულს გაიმართა ერთ-ერთი საქველმოქმედო სპექტაკლი. თამაშობდნენ მოლიერის პიესას „ძალით ცოლის შერთვევინება”. ვინაიდან იმ დროს ქალის სცენაზე გამოსვლა თავის მოჭრად ითვლებოდა, დორიმენას როლს ვასილ მაჩაიძე ასრულებდა, ხოლო პაჟისას – კოტე ყიფიანი. ეპოქის მოდის თანახმად, დორიმენას მეტად გრძელშლეიფიანი კაბა ეცვა და ამ შლეიფის ტარება ახალბედა მსახიობ კოტეს ევალებოდა. სცენაზე რომ გამოვიდნენ, ყიფიანი მაყურებლის დანახვამ ისე დააბნია, შლეიფჩაჭიდებული იდგა, ვიდრე დორიმენას კაბაზე ქინძისთავებით მიბლანდული შლეიფი ხელში შერჩა. ასეთმა მოულოდნელმა სიურპრიზმა დარბაზში ხარხარი და ტაში გამოიწვია. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს გარინდებული კოტე და კულისებისაკენ მოკურცხლა.

ქართული თეატრის კორიფეებისა და მათი სახალისო ისტორიების შესახებ ინტერესი მუდამ არსებობდა და იარსებებს. სიტყვას ცნობილ დრამატურგ ავქსენტი ცაგარელს გადავცემ.

„რეპეტიციები ძირითადად დიმიტრი ყიფიანისა და ნიკო ავალიშვილის ოჯახებში და როინაშვილის ფოტოგრაფიაში იმართებოდა. არტისტ ქალთა შორის, რომელთაც დღევანდლამდე გასტანეს ქართულ სცენაზე, მე დავასახელებ მაკო საფაროვის ქალს, რომელიც ყველაზე ადრე გავიცანი. ამის გამო ერთი სასაცილო შემთხვევაც კი მახსოვს.

1878 წელს, ერთს დიდ თოვლიან და სუსხიან ზამთრის ღამეს, რეპეტიცია გვქონდა (არ მახსოვს, რომელი პიესისა) ნიკო ავალიშვილის სახლში – სოლოლაკში, კოჯრის გზა რომ ადის, სწორედ იმ კლდის ძირში. რეპეტიცია გავათავეთ ღამის თერთმეტ საათზე და, რადგანაც ერთ მხარეს ვცხოვრობდით, მე და საფაროვის ქალი (კუკიაში) ერთად წამოვედით.

საშინელი ქარბუქი იდგა ცისქვეშ. მე და მაკო გამოვედით ავალიშვილის სახლიდან და ხელ-ჩაჭედილნი, როგორც „ორი ობოლი“, გამოვემართეთ შინისკენ. ამ გასპეტაკებულ თოვლიან გზაზე რომ მოვდიოდით, უცბათ ორივემ შევკივლეთ და გადმოვიჩეხეთ კლდეზე და ყელამდის თოვლში ჩავცვივდით. ეს კარგად მახსოვს. ჩვენ პირდაპირ, აივნის ქვეშ მდგომმა ქალაქის დარაჯმა თურმე შეგვნიშნა და ვიღაც კაცების დახმარებით თოვლიდან ამოგვათრიეს თაგვებივით გაზუნზლულ-გაგანგლულები. მე და ჩვენი დღევანდელი “პრიმადონა” გამოვეშურეთ შინისაკენ. ეს კი კარგად არ მახსოვს, ამ ყინვაში რომელს ჩვენგანს ეცვა კალოშები, მე თუ საფაროვის ქალს. მხოლოდ მახსოვს, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს ეცვა და არ ვიცი, რომელს, მგონია, მე. იმედია, თვითონ საფაროვის ქალი მოიგონებს. ასეთი ამბებით დავდიოდით რეპეტიციაზე ამ უბედურ ზამთარში”.

ერთხელ, როდესაც მორიგი ეკონომიკური გასაჭირის გამო ქართულ თეატრს დახურვის საფრთხე დაემუქრა, ვასო აბაშიძე და კოტე მესხი ცნობილ ბანკირთან, ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკისთან მისულან და სპექტაკლის დასადგმელად სესხად 500 მანეთი უთხოვიათ.

თურმე, მუხრან-ბატონმა გაიცინა და ვასო აბაშიძეს ჰკითხა: „შენ არ იყავი, გუშინწინ, წარმოდგენის დროს რომ შეხტი, შემობზრიალდი და ყველანი გააცინეო?” „მე ვიყავი”, – უპასუხა მსახიობმა. „აბა, ახლაც შეხტი, შემობზრიალდი და ფულსაც მიიღებ”.

შეურაცხყოფილი აბაშიძე სიბრაზისგან აცახცახდა. მესხმა კი იფიქრა, შეიძლება, ამ შემთხვევით ვისარგებლოთო და აბაშიძეს ყურში ჩასჩურჩულა: „რა გენაღვლება, შეხტი, ეგებ ფული დავტყუოთ”. ბატონი ვასოც მიუხვდა გულისწადილს და სიბრაზისგან გაწიწმატებული უფრო გამეტებით შეხტა, ცალ ფეხზე შემოტრიალდა და თან დააყოლა: „იფ, კნიაზჯან!”

მუხრან-ბატონს სიცილი აუტყდა და ქართველ მსახიობებს 500 მანეთი უფეშქაშა.

ერთხელ ქუთაისში დადგეს მონტის ცნობილი პიესა „კაიუს გრაკხი“. გრიგოლი აქ ქანდაკებას „ასრულებდა“. იგი უძრავად იდგა სცენაზე. მოქმედებაც კარგად მიმდინარეობდა.

ამ დროს გრიგოლს შუბლზე ბუზმა გადაურბინა, მაგრამ ეს არაფრად ჩაუგდია მას. შემდეგ ლოყაზე დააჯდა. აქედან ყურზე აუცოცდა. გრიგოლი ითმენდა, უძრავად იდგა, ბუზი კი არ ეშვებოდა, ახლა ცხვირზე დააჯდა. კარგა ხანს შეჩერდა აქ. გრიგოლმა ვეღარ მოითმინა და თავი გააქნია, თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ აბა, ქანდარას რა გამოეპარებოდა?!

გაისმა სიცილი. გრიგოლმა იხტიბარი არ გაიტეხა და განაგრძო თავის პოზაში დგომა, წყეული ბუზი არ ეშვებოდა, ცხვირიდან აფრენილი, უცებ კვლავ დააფრინდა ცხვირის ნესტოებთან და ღიტინი დაუწყო.

გრიგოლმა ვეღარ მოითმინა, უფრო მძლავრად გაიქნია თავი და ხელიც შეაშველა. ბუზი კი გაფრინდა, მაგრამ დარბაზში სიცილ-ხარხარი ატყდა.

პარტერი მალე გაჩუმდა. ქანდარა კი კვლავ განაგრძობდა სიცილს და თან ისმოდა: ვაშა, გრიგოლ, ვაშა! რეპეტე, რეპეტე!

მოთმინებიდან გამოსულმა გრიგოლმა მრისხანედ ასძახა ზევით:

– რა გაცინებთ, თქვე მამაძაღლებო?! ვერ გაჩუმდებით?!

აბა, ამას რა ხმაური და სიცილ-ყიჟინა მოჰყვებოდა, ადვილი წარმოსადგენია.“

ეს ამბავი კი წინა საუკუნის დასაწყისში მოხდა.. ოქტომბრის რევოლუციამდე, საქველმოქმედო მიზნით, საქართველოში ხშირად იმართებოდა წარმოდგენები, სალიტერატურო საღამოები, კონცერტები. ასეთი წარმოდგენა-საღამოების მომწყობად იწვევდნენ გავლენიანსა და დიდი თანამდებობის პირთ, ან მათ ცოლებს. ზოგი სახელის მოსახვეჭად, ზოგიც თავისი სიამოვნებისათვის შემოიკრებდა ხოლმე გარშემო მეგობრებს, ნათესავებს და საქმეს მიჰყოფდა ხელს.

ერთხელ, რომელიღაც კულტურული საზოგადოების სასარგებლოდ, თბილისის თეატრში მოეწყო საღამო-წარმოდგენა საკონცერტო განყოფილებითა და აპოთეოზით. საღამოს გამგედ მოწვეული იყო იმხანად ცნობილი გენერალი ჭილაშვილი. საკონცერტო განყოფილებას ხელმძღვანელობდა მომღერალი სანდრო კავსაძე.

თეატრში ყოველ საღამოს იმართებოდა რეპეტიციები. ჭილაშვილი, როგორც წესი, რეპეტიციებს ესწრებოდა და მონაწილეებს ამხნევებდა.

ბოლოს და ბოლოს მოახლოვდა საღამოს მოწყობის დროც. დაინიშნა გენერალური რეპეტიცია, მოვიდნენ საღამოს მომწყობნი, მოვიდა გენერალი ჭილაშვილიც. იგი პირველად სანდრო კავსაძეს შეხვდა და ჰკითხა:

– როგორ არის, სანდრო, საქმე, გუნდი მზად არის?

– ყველაფერი მზადაა, მაგრამ უბედურება ის გახლავთ, სცენას რეზონანსი არა აქვს, – მოწყენით მიუგო სანდრომ.

– კი მაგრამ, რა დაჯდება ეგ ოხერი რეზონანსი რომ შევიძინოთ? –აღელვებით გააწყვეტინა სიტყვა გენერალმა.

სანდრო კავსაძე არ დაიბნა, ალღო აუღო მის უმეცრებას და უპასუხა:

– ხუთ თუმნამდე დაჯდება, თქვენო აღმატებულებავ.

– მაშ, აი, შენ ხუთი თუმანი და უეჭველად შეიძინე, მაგით საქმეს ნუ გააფუჭებ, – უთხრა გენერალმა. სანდრომ ეშმაკურად გაიღიმა და ფული ჩამოართვა.

 იმ ღამეს, რეპეტიციის შემდეგ, იმ ფულით გუნდმა ერთი ლაზათიანად იქეიფა.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:06; 20 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ბოლო 84 წლის განმავლობაში პირველად _ ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

13:59; 18 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს

08:48; 18 სექტემბერი, 2026

საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქვეყანაში -"პალესტინელების სიცოცხლე მნიშვნელოვანია"

ევროპის ძიუდოს კავშირმა ქართველი ძიუდოისტი და მწვრთნელი დააჯილდოვა

ყველა სიახლე

სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20.09.2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20.09.2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20.09.2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20.09.2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20.09.2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო