აჭარის მთავრობის ახალი მეთაურის პოსტზე კანდიდატურების შესარჩევად კონსულტაციები უკვე დაწყებულია. როგორც “გურია ნიუსთან” პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განაცხადა,არ არის გამორიცხული აჭარის მთავრობის მეთაურის შესარჩევად დაწყებული კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდეს. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი თორნიკე რიჟვაძეა, რომელსაც კალაძის გუნდის წევრად მოიაზრებენ. როგორც კალაძე აცხადებს, დიდი ხანია რიჟვაძეს იცნობს და ის თბილისის მერის თქმით, უპატიოსნესი ადამიანია.
„ილია ელოშვილის მოადგილე იყო, თუმცა მე თორნიკეს ვიცნობ. ჩვენ დიდი ხანი გვიწევდა თანამშრომლობა. არის უაპტიოსნესი ადამიანი, მოწესრიგებული, განათლებული, მგონია, რომ ასეთი ახალგაზრდები სჭირდება ქვეყანას. ჩვენ ჩვენი კანდიდატების დასახელება გვინდა, ჩვენ ვართ პარტია “ქართული ოცნება,” მე ვარ პარტიის გენერალური მდივანი, აბა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ხო არ დავასახელებ”, _ განაცხადა კალაძემ.