აბაშაში 42 წლის მამაკაცი, რომელსაც ოჯახი მეორე დღეა ეძებდა, ცოტა ხნის წინ, გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” გიორგი კიკაბიძის ახლობელმა დაუდასტურა.
“ძველი ფოსტის შენობის ეზოში ნახეს. სხვა დეტალები უცნობია”, _ გვითხრა გარდაცვლილის ახლობელმა.
გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.