“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით,აბაშაში ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც ირკვევა, ავტომობილი გზიდან გადავარდა.
“მძღოლი დაშავდა. სასწრაფოს ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება, გადაყვანაზე უარი განაცხადა”, _ ამბობს წყარო.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.


































































