ადამიანების 75% ხვრინავს. ზოგისთვის ეს მუდმივ განსაცდელს წარმოადგენს, ზოგთან კი იშვიათად ხდება.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ხვრინვის შემცირებაში გამოგადგებათ:
შეამცირეთ ალკოჰოლის მიღების და მოწევის სიხშირე.
დარწმუნდით, რომ ცხვირის დაგუბება ან თხევადი გამონადენი არ გაქვთ, ანუ ჯანმრთელობა არ გიშლით ხელს თავისუფლად სუნთქვაში.
შეინარჩუნეთ „ჯანსაღი“ წონა (სიმსუქნე, განსაკუთრებით კი მსხვილი კისერი, ხელს უწყობს ხვრინვას).
დაიძინეთ რომელიმე გვერდზე და არა – ზურგზე.
ეცადეთ, დაიძინოთ იმდენ ხანს, რამდენიც გჭირდებათ. საკმარისი ძილი და სწორი რეჟიმი მნიშვნელოვანია ხვრინვისგან თავის დასაღწევად.