“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, აბაშაში მაღაზიასთან განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.
შემთხვევა სოფელ წყემის ცენტრში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, წაღებულია ფული.
“დღეს დილით მაღაზიის თანამშრომელს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხილი დახვდა. სავარაუდოდ, წაღებულია გარკვეული ოდენობის თანხა და ნაწვალებია მაღაზიის კარიც”,- გვეუბნება წყარო.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “გურია ნიუსს” უთხრეს მომდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.



































































