აბაშაში, სოფელ ონტოფოში უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ნოღელა ადიდდა.
არსებული ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ გაარღვია დამცავი დამბა, კალაპოტიდან გადმოვიდა და 30-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ეზო დატბორა. ასევე, დატბორილია საავტომობილო და შიდა საუბნო გზები.
სტიქიის ადგილზე იმყოფებიან აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე, ვახტანგ გაბელაია და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
როგორც მერიაში განმარტავენ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, ასევე, ჩართულია მუნიციპალური სპეციალური ტექნიკა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ამ დროისთვის, წყლის დონე იკლებს. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას.
[sexy_author_bio]