თბილისში აბაშიძის 68 ნომერში რამდენიმე წუთის წინ სროლა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 პირი დაიჭრა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„2 მუხლით არის გამოძიება დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით. რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლ სასროლი იარაღის უკანონოდ შეძენას, შენახვას და მოხმარებას. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“,_ამბობენ შსს-ში.
ამავე თემაზე: