აბასთუმნიდან ასტეროიდის თანამგზავრთან NASA-ს ხომალდის შეჯახების კადრები გადაიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია აბასთუმნის ობსერვატორიის გვერდზე ვრცელდება.
“2022 წლის 26 სექტემბერს, კოსმოსის ათვისების ისტორიაში პირველად დაფიქსირდა უნიკალური შემთხვევა. NASA – მ ორმაგი ასტეროიდის 65803 Didymos – ის თანამგზავრს Dimorfos – ს შეაჯახა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი. შეჯახება მოხდა მსოფლიო დროით ( UT ) 23 სთ და 14 წთ – ზე. აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, დედამიწასთან მოახლოებად საშიში ასტეროიდების შემსწავლელმა ჯგუფმა (ჯგუფის ხელმძღვანელი უფროსი მეც. თანამშრომელი რ. ინასარიძე), ობსერვატორიის 70-სმ მენისკური ტელესკოპის საშუალებით დააფიქსირა შეჯახებამდე და შეჯახების შემდგომი მიმდინარე პროცესები. ჯგუფის მიერ წინასწარ შერჩეული ექსპოზიციით მიღებულია უნიკალური დაკვირვებითი მასალა. მიღებულ კადრებზე კარგად მოჩანს ასტეროიდის „რყევა“ დაჯახების მომენტში და დაჯახების შედეგად ღრულების სახით წარმოქმნილი მტვრის გამოსახულება. ჯგუფმა წარმატებით შეასრულა NASA – ს მიერ დასმული ამოცანა”,_ ვკითხულობთ ფეისბუქ გვერდზე.