გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 250 კოვიდ დადებითი პაციენტი. მათ შორის არის მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფციარი. სამედიცინო დაწესებულებიდან და კოვიდ სასტუმროდან სათნოების სავანეში 11 ბინადარი, ხოლო გერიატრიულ თავშესაფარში 17 მოხუცი დაბრუნდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აჭარაში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 190 ახალი შემთხვევა.
აჭარში მკურნალობას გადის:
▪️ Covid კლინიკებში – 512 პაციენტი, 12 არასრულწლივანი, 21 ოსრული.
– რეანიმაციაში მოთავსებულია – 39 პაციენტი.
– თავისუფალი საწოლები-104.
▪️ Covid სასტუმროებში- 878, არასრულწლოვანი – 95.
• აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.