აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 83 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა.
ინფორმაციის თანახმად, გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 43 პაციენტი, კლინიკა დატოვა -26-მა პაციენტმა.
ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს 227 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 97, ონლაინკლინიკაში 232. 1 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.