აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადააყენა.
კაპანაძის გადაყენებას მხარი ხუთკაციანი საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა.
კაპანაძე გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებსას გეგმავს.
მისი თქმით, მრჩეველთა საბჭო დოკუმენტებს არ გაეცნო და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
ნათია კაპანაძე ტელევიზიის დირექტორად 2016 წელს დაინიშნა. უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მას 8 თვე ჰქონდა დარჩენილი.