14 მომხრე ერთი წინააღმდეგი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დამტკიცებულია. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო “ნაციონალურმა მოძრაობამ”.
თორნიკე რიჟვაძეს მხარი “ქართული ოცნების” 14- მა დეპუტატმა დაუჭირა. რიჟვაძის წინააღმდეგ ხმა უმაღლესი საბჭოს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა, რომელიც “დემოკრატიული მოძრაობის” წევრია.