ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
“ივანიშვილი უნდა დაემხოს” – ეს განცხადება ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა.
აუდიო ჩანაწერი პროცესიდან ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “კურიერს” დაუდასტურეს, რომ ახალაიას განცხადების შემდეგ გამოძიება დამხობის მოწოდების მუხლით დაიწყო.
































































